ახალი ამბები
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 353 ბავშვი დაიღუპა
FaceBook
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 3 52 და დაშავდა 1900-ზე მეტი ბავშვი.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განცხადებით, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ ხერხდება.

პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის ოლქში დაიღუპა.

ოკუპანტი ქვეყნის სამხედროების უკრაინაში შეჭრის შედეგად დაზიანდა 2 185 სასწავლო დაწესებულება, ხოლო სრულად განადგურდა 221.

უკრაინაში 148 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print