ახალი ამბები
აშშ უკრაინელი მფრინავების გაწვრთნას გეგმავს
FaceBook
აშშ-ს საჰაერო ძალების სარდლობა უკრაინელი მფრინავების მომზადებას გეგმავს.
ამის შესახებ აშშ-ს საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა ისაუბრა.

ბრაუნის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმისგან თავის დაღწევას ცდილობს და მთავრობა დასავლური გამანადგურებლების შეძენის შესაძლებლობის გზებს ეძებს..

"უკრაინაში საკუთარი საჰაერო ძალების შესაქმნელად აშშ-ს გრძელვადიანი გეგმის შემუშავება სურს", - განაცხადა ჩარლზ ბრაუნმა.

საჰაერო ძალების შტაბის უფროსის თქმით, მფრინავების წვრთნა არის კომპლექსური საკითხი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საომარ მდგომარეობას და კიევის შესაძლებლობას, ქვეყნის გარეთ გაიყვანოს მფრინავები ხანგრძლივი ინსტრუქტაჟისთვის.
Print
თეგები: #უკრაინა #აშშ