ახალი ამბები
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდა
FaceBook
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდა, რაც რუსული ოქროს ექსპორტს, ისევე როგორც რუს ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებს შეეხება.
ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

ეს ევროგაერთიანების მიერ ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეშვიდე პაკეტია, რომლითაც რუსეთის უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის აქტივები გაიყინება. ამასთან, „შავ სიას“ კიდევ რამდენიმე პირის სახელი და გვარიც დაემატება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ზომები ხელს შეუწყობს ადრეული სანქციების უფრო ეფექტურად აღსრულებას და მათ 2023 წლის იანვრამდე გაახანგრძლივებს.

„მოსკოვმა უნდა გააგრძელოს მაღალი ფასის გადახდა თავისი აგრესიისთვის“, - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს უკრაინაში ომის გამო არაერთი სანქცია დაუწესეს.

Print