ახალი ამბები
ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნების სიაში საქართველო 95-ე ადგილზეა
FaceBook

 

საქართველო მშვიდობის ინდექსით 95-ე ადგილზეა. ანგარიში, რომელშიც გაზომილია მშვიდობის ინდექსი სახელმწიფოების მიხედვით, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) გამოაქვეყნა.

ანგარიშში 163 ქვეყნის მონაცემები შეჯამდა. პირველ ხუთეულში ისლანდია, ახალი ზელანდია, ირლანდია, დანია და ავსტრია მოხვდა. ბოლო ადგილს ავღანეთი იკავებს. ბოლოდან მეოთხე ადგილზეა რუსეთი, უკრაინა 153-ზე.

GPI მოიცავს მსოფლიოს მოსახლეობის 99.7%-ს, იყენებს 23 ხარისხობრივ და რაოდენობრივ ინდიკატორს და ზომავს მშვიდობის მდგომარეობას სამი მიმართულებით.

- სოციალური უსაფრთხოების დონე,

- მიმდინარე შიდა და საერთაშორისო კონფლიქტების მასშტაბი,

– და მილიტარიზაციის ხარისხი

2022 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის შედეგები აჩვენებს, რომ გლობალური მშვიდობის საშუალო დონე 0,03%-ით გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება უმნიშვნელოა, ეს არის მეთერთმეტე გაუარესება მშვიდობის მხრივ ბოლო თოთხმეტი წლის განმავლობაში. მშვიდობის ინდექსი 90 ქვეყანაში გაუმჯობესდა, 71-ში - გაუარესდა და ორში დარჩა სტაბილური, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყნების მდგომარეობა მშვიდობის მიმართულებით უფრო სწრაფად უარესდება, ვიდრე უმჯობესდება.

• გარე კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვის მკვეთრი გაუარესება დაფიქსირდა, რაც გამოწვეულია რუსეთის შეჭრით უკრაინაში.

• მიუხედავად ბოლოდროინდელი ვალდებულებებისა, მილიტარიზაციის ინდექსი გაუმჯობესდა 113 ქვეყანაში 2008 წლიდან.

• ტერორიზმის მიმართულებით მდგომარეობა უმჯობესდება 70 ქვეყანაში. 2021 წელს თავდასხმები არ დაფიქსირებულა. ეს საუკეთესო შედეგია 2008 წლის შემდეგ.

• ხარჯების ზრდამ გაზარდა სასურსათო დაუცველობა და პოლიტიკური არასტაბილურობა გლობალურად, აფრიკაში, სამხრეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

• პოლიტიკურმა ტერორის მასშტაბებმა, პოლიტიკურმა დაუცველობამ, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობამ, ლტოლვილებმა და დევნილებმა მიაღწიეს ყველაზე უარესს ნიშნულს GPI-ის დაარსების დღიდან.

• ძალადობის გლობალურმა ეკონომიკურმა ზემოქმედებამ 2021 წელს 16,5 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც გლობალური მშპ-ის 10,9%-ის ექვივალენტურია, ანუ 2117 აშშ დოლარი ერთ ადამიანზე.

 

Print