ახალი ამბები
საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია იმყოფება
FaceBook
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები საქართველოში იმყოფებიან.

ევროპარლამენტარები თბილისში შეხვედრებს დღეიდან იწყებენ. ვიზიტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას უკავშირდება. შეხვედრებზე საუბარი შეეხება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიურ ანგარიშსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებულ განაცხადს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს.

ევროპარლამენტარები საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევიან.
Print