ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 147-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 38 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]

ტანკი – 1 700 ერთეული [+9]

ჯავშანტექნიკა – 3 905 ერთეული [+13]

საარტილერიო სისტემა – 856 ერთეული [+5]

MLRS – 250 ერთეული [+2]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113 ერთეული [+0]

თვითმფრინავი – 221 ერთეული [+1]

ვერტმფრენი – 188 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 703 ერთეული [+10]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 167 ერთეული

გემი/ნავი – 15 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 775 ერთეული [+8]

სპეცტექნიკა – 70 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

257 თვითმფრინავი

143 ვერტმფრენი

1 568 უპილოტო საფრენი აპარატი

356 საზენიტო სარაკეტო სისტემა

4 106 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

759 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 160 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

4 392 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 147 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.




Print