ახალი ამბები
საქართველომ რუსეთიდან იმპორტი $705 მილიონამდე გაზარდა
FaceBook
2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთიდან 705 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 51%-ით მეტია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

თვეების მიხედვით ყველაზე დიდი მატება ივნისში იყო, როდესაც საქართველომ $151 მილიონის ღირებულების საქონელი შემოიტანა რუსეთიდან.

იმპორტის მატება ძირითადად ნავთობის გაზრდილ იმპორტს უკავშირდება, რუსეთი საქართველოსთვის საწვავის მიწოდების მთავარ წყაროდ იქცა.

ექსპორტის მხრივ, წელს რუსეთში 256 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. საქსტატის თანახმად, საქართველომ რუსეთში ფეროშენადნობების ექსპორტი გაზარდა, თუმცა მინერალური წყლების და ღვინოების ექსპორტი შემცირებულია.

რა საქონელი შეიძინა საქართველომ რუსეთიდან წელს:

1. ნავთობი - $184 მილიონი დოლარი, 198 ათასი ტონა, მატება 206%;

2. ბუნებრივი აირი - $40.2 მილიონი დოლარი, 156 ათასი ტონა, კლება 50%;

3. ქვანახშირის კოქსი - $30 მილიონი დოლარი, 54 ათასი ტონა, მატება 200%;

4. ხორბლის ფქვილი - $28.8 მილიონი დოლარი, 77 ათასი ტონა, მატება 1,300%;

5. მარგარინი - $25.7 მილიონი დოლარი, 15 ათასი ტონა, მატება 756%;

რა საქონელი გაიტანა საქართველომ რუსეთში ექსპორტზე:

1. ფეროშენადნობები - $86 მილიონი დოლარი, 41 ათასი ტონა, მატება 19%;

2. ღვინოები - $58 მილიონი დოლარი, 21 ათასი ტონა, კლება 3.5%;

3. მინერალური და მტკნარი წყლები - $18.6 მილიონი დოლარი, 35 ათასი ტონა, კლება 40%;

4. მსუბუქი ავტომობილები - $13.9 მილიონი დოლარი, მატება 71%;

5. სპირტიანი სასმელები - $13.6 მილიონი დოლარი, კლება 13%;

სავაჭრო საქონლის ტოპ ხუთეულში ზრდა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისა და ფეროშენადნობების მიმართულებით დაფიქსირდა.



Print