ახალი ამბები
ევროკავშირი უკრაინას 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს
FaceBook
ევროკავშირში უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზებ ბორელმა განაცხადა.

თანხა გაიცემა ევროკავშირის ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF-ის) მეშვეობით, რომელიც აერთიანებს ბლოკის წევრებს, რათა უკრაინას იარაღი რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად გაუგზავნონ.

ევროკავშირმა პირველად თებერვალში 500 მილიონი ევრო EPF-ში გაგზავნა და მას შემდეგ რამდენჯერმე შეავსო ფონდი.

€500 მილიონის გათვალისწინებით, ევროკავშირმა ჯამში უკრაინას €2.5 მილიარდი სამხედრო დახმარება გაუწია.
Print