ახალი ამბები
გალის რაიონში ხანძარი ლოკალიზებულია
FaceBook
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.


გუშინ, გვიან ღამით აფხაზეთში, გალის რაიონის
დაბალ ზონის სოფლებში, კერძოდ: ოტობაიაში, რეფსა და ხუმუშქურში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლოკალიზებულია. 

როგორც ადგილობრივები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობენ, ცეცხლი ტყეს მოეკიდა, თუმცა ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

ხანძარმა სოფლებში, ძირითადად, თხილის, ვაშლის და სხვადასხვა ხილის პლანტაციები გაანადგურა.


ცეცხლის ჩაქრობას გალისა და ოჩამჩირის საგანგებო სიტუაციების სამსახურები ცდილობდნენ.
Print