ახალი ამბები
კომპანია "amazon" ძუძუსა და კანის კიბოს ვაქცინებზე მუშაობას დააფინანსებს
FaceBook
Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის კომპანია "ფრედ ჰაჩინსონი" ძუძუსა და კანის სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნასა და კლინიკურ კვლევებს გეგმავს.


ამის შესახებ ინფორმაციას Forbes ავრცელებს Business Insider-ზე დაყრდნობით.

კვლევების დაწყების თარიღად 2022 წლის 9 ივნისია დასახელებული, ხოლო მისი დასრულების სავარაუდო დროდ - 2023 წლის პირველი ნოემბერი.

როგორც ირკვევა, კვლევის ორგანიზატორები ტესტირების პირველი ფაზისთვის 18 წელზე უფროსი ასაკის 20 მოხალისეს ეძებენ.

Amazon-ის წარმომადგენელმა Business Insider-თან განაცხადა, რომ ვაქცინებზე მუშაობის პროცესი, შესაძლოა მრავალწლიანი აღმოჩნდეს. მისივე თქმით, კომპანია მზად არის ითანამშრომლოს სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც მსგავსი მიმართულებით მუშაობენ.


Print
თეგები: #Amazon