ახალი ამბები
ზელენსკიმ გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პოსტებიდან გაათავისუფლა
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

პრეზიდენტმა პოსტი ასევე დაატოვებინა გენერალურ პროკურორს ირინა ვენედიქტოვას. ზელენსკიმ ამის შესახებ თავის ტრადიციულ მიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი აღნიშნულ სტრუქტურებში ღალატის ფაქტების დაფიქსირება გახდა.

,,შესაბამის პირებზე მიტანილია ეჭვი. კერძოდ, ორგანოებისა და СБУ-ს 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ. ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ ასეთი მასობრივი დანაშაულები და უკრაინის ძალოვან სტრუქტურებსა და რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები პასუხისმგებელ უფროსებთან მიმართებაში, ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს. ყოველი ასეთი კითხვა შესაფერის პასუხს მიიღებს. დღეს მივიღე გადაწყვეტილება მოვალეობიდან გენერალური პროკურორისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გათავისუფლებაზე",
- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და გენერალური პროკურორის პოსტებიდან გადაყენების შესახებ განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

Print