ახალი ამბები
22 ივლისს მესხიშვილის თეატრი 161-ე სეზონს დახურავს
FaceBook
22 ივლისს, მესხიშვილის თეატრი 161–ე თეატრალურ სეზონს სპექტაკლით ,,გადაუღებლად წვიმს, 13/06..." დახურავს.


,,გადაუღებლად წვიმს, 13/06..." მაკა კუკულავას პიესის მიხედვით დადგმული ერთმოქმედებიანი სპექტაკლია.

დამდგმელი რეჟისორი ლილი ბურბუთაშვილი.

მონაწილეობენ : ენდი ძიძავა, დავით როინიშვილი, ზაზა კილასონია.

სპექტაკლი მელოდრამაა, ქალისა და კაცის რთულ და წინააღმდეგობრივ ურთიერთობაზე ჰყვება.

ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში (0431) 24 56 41 და საიტზე biletebi.ge, ღირებულება 10 ლარი.

სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება.

ამ სეზონში მესხიშვილის თეატრში რამდენიმე პრემიერა გაიმართა (,, სიყვარული კუბოს ფიცრამდე", თეატრალური წარმოდგენა ,, მგზავრის წერილები " და ა.შ.). თეატრს გასტროლი ჰქონდა მალტაში, სლოვენიაში.

ახალ 162-ე სეზონს მესხიშვილის თეატრი შემოდგომაზე გახსნის.
Print