ახალი ამბები
საქართველოში, ივნისში, ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა
FaceBook
რუსეთიდან, მიმდინარე წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გადმორიცხვები 492.2%-ით გაიზარდა.


ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ბანკის მონაცემებით, ივნისში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 231 438 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, გასული წლის ამავე პერიოდში კი ეს თანხა 39 081 მლნ აშშ დოლარი იყო.

ივნისში, საქართველოში გადმორიცხული თანხები, ქვეყნების მიხედვით ასეთია:

რუსეთი - 231 438 მლნ აშშ დოლარი

იტალია - 35 571 მლნ აშშ დოლარი

აშშ - 27 655 მლნ აშშ დოლარი

საბერძნეთი - 18 820 მლნ აშშ დოლარი

ყაზახეთი - 17 264 მლნ აშშ დოლარი

ისრაელი - 16 941 მლნ აშშ დოლარი

გერმანია - 13 954 მლნ აშშ დოლარი

თურქეთი - 8 443 მლნ აშშ დოლარი

ყირგიზეთი - 6 971 მლნ აშშ დოლარი

ბელარუსი - 5 302 მლნ აშშ დოლარი
Print