ახალი ამბები
ევროკომისია რუსეთისთვის სანქციების მეშვიდე პაკეტზე შეთანხმდა
FaceBook
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე შეთანხმდა.


ახალ პაკეტს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ, საბოლოოდ კი ევროსაბჭო მიიღებს.

ახალი პაკეტით გათვალისწინებულია რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვისა და მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლის გამკაცრება.

"ევროკავშირის სანქციები მკაცრი და მძიმეა. ჩვენ ვაგრძელებთ პუტინთან და კრემლთან დაახლოებული პირების მიზანში ამოღებას", - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა.

ევროკავშირის სანქციები არ ეხება მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობას.
Print