ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 143-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 38 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +140]

ტანკი – 1 677 ერთეული [+5]

ჯავშანტექნიკა – 3 874 ერთეული [+8]

საარტილერიო სისტემა – 846 ერთეული [+4]

MLRS – 247 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109 ერთეული

თვითმფრინავი – 220 ერთეული [+1]

ვერტმფრენი – 188 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 687 ერთეული [+6]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 162 ერთეული [+7]

გემი/ნავი – 15 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 735 ერთეული [+4]

სპეცტექნიკა – 68 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

253 თვითმფრინავი

137 ვერტმფრენი

1 543 უპილოტო საფრენი აპარატი

355 საზენიტო სარაკეტო სისტემა

4 060 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

746 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 147 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

4 341 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 143 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print