ახალი ამბები
ბოლო ექვს თვეში საქართველომ ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან მიიღო
FaceBook
2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან $1.14 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.


ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ყველაზე დიდი შემოსავალი ივნისში დაფიქსირდა, 387 000-მა ვიზიტორმა $302 მილიონი დოლარი დახარჯა.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, ბოლო ექვს თვეში ყველაზე მეტი ტურისტი ქვეყნების მიხედვით რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, საიდანაც წელს, ვიზიტორებთან ერთად, გრძელვადიანი მიგრანტები შემოვიდნენ. ჯამურად, რუსებმა წელს საქართველოში $219 მილიონი დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზეა ბელარუსი ვიზიტორები (მიგრანტები), რომლებმაც წელს საქართველოში 122.6 მილიონი დახარჯეს.

ქვეყნების მიხედვით ხარჯები ასე ნაწილდება:

1. რუსეთი - $219 მილიონი, 247 149 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $885

2. ბელარუსი - $123 მილიონი, 41 955 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $2,922

3. ევროკავშირი - $121 მილიონი, 97 496 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,240

4. თურქეთი - $109 მილიონი, 262 137 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $415

5. უკრაინა - $108 მილიონი, 70 903 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,523

6. ისრაელი - $105 მილიონი, 84 577 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,237

7. სომხეთი - $43 მილიონი, 195 770 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $218

8. აზერბაიჯანი - $39 მილიონი, 66 398 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $592

9. საუდის არაბეთი - $38 მილიონი, 29 763 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,277

10. ირანი - $31 მილიონი, 37 229 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $838

დანარჩენი ქვეყნები - $208.7 მილიონი დოლარი.

მთლიანობაში 2022 წლის პირველ ნახევარში, 1.43 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა საქართველოში
Print
თეგები: #ტურიზმი