ახალი ამბები
საქართველოში საარსებო მინიმუმი 255 ლარამდე გაიზარდა
FaceBook
2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 10.2 ლარით გაიზარდა.


ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 255.3 ლარი გახდა. 2022 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 245.1 ლარი იყო.

რაც შეეხება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს, 2021-ის ივნისში საარსებო მინიმუმი 214.5 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, 2022 წლის ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 40.8 ლარით არის გაზრდილი.

როგორც ცნობილია, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.


Print