ახალი ამბები
გერმანია უკრაინელი ლტოლვილებისთვის 2.4 მილიარდ ევროს გამოყოფს
FaceBook
გერმანია უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დამატებით 2.4 მილიარდ ევროს გამოყოფს.


ამის შესახებ გერმანიის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ჰუბერტუს ჰაილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ფული გერმანიაში მყოფი უკრაინელი ლტოლვილებისთვის საჭირო თანხის დაფარვას მოხმარდება.

ჰუბერტუს ჰაილის თქმით, ამ ეტაპზე გერმანიაში თავშესაფარი დაახლოებით 800 000-მა უკრაინელმა ლტოლვილმა ითხოვა, რომლის 30% 14 წლამდე ასაკისაა.

გასულ თვეში გერმანიის შრომის ოფისმა გამოაცხადა, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა, რადგან უკრაინელი ლტოლვილები სამუშაოს საძიებლად ოფისში რეგისტრირდებიან.

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე, უკრაინა სულ 9 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა.


უკრაინაში 142 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები

Print