ახალი ამბები
ვინიცას ცენტრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
FaceBook
უკრაინის ქალაქ ვინიცაში რუსული სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. მათ შორის სამი ბავშვია.


14 ივლისს ვინიცაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. დაიბომბა ქალაქის ცენტრი. სამი რუსული რაკეტა საოფისე შენობებს მოხვდა. დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსებიც.

​ვინიცას რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ბორზოვის ქმით, რეგიონის თავზე ოთხი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო, თუმცა სამის განეიტრალება ვერ მოხერხდა.

"23 ადამიანი გარდაიცვალა. 3 ბავშვი. მათ შორის, 4 წლის "მზიანი" ლიზა. ორი ბავშვის ცხედრის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. ასევე 11 ზრდასრულის. საავადმყოფოებში 73 დაჭრილია. მიმდინარეობს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა, რომელთა რიცხვი 18-ია. სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოებს 117-მა ადამიანმა მიაკითხა", - განაცხადა ბორზოვმა.

უკრაინის საჰაერო შეიარაღებული ძალების სარდლობის თანახმად, რუსებმა ვინიცას ცენტრს "კალიბრის" საკრუიზო რაკეტებით დაარტყეს და ისინი შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს.


Print
თეგები: #ვინიცა