ახალი ამბები
ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზის 5 კმ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი გახდა
FaceBook
შემოვლითი გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო 5 კმ-მდე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი მიმართულებით, ახალ გზაზე გადაერთო.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 15,2 კმ მონაკვეთზე 4 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა, 9 პარალელური ხიდი, 1 გზაგამტარი, 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო გადასასვლელი ხიდი აშენდება. ასევე, მოეწყობა მიწისქვეშა გასასვლელები და რკინაბეტონის წყალგამტარი მილები.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზის მშენებლობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება.
Print