ახალი ამბები
"პუტინის ომი უნდა იყოს მისი სტრატეგიული მარცხი" - ჯო ბაიდენი
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი თქმით, პუტინი უკრაინაში აუცილებლად უნდა დამარცხდეს და ეს უნდა იყოს სტრატეგიული მარცხი.

"პუტინის ომი უნდა იყოს მისი სტრატეგიული მარცხი და თავისუფალმა მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს გადაწყვეტილებას დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი დემოკრატიის დაცვაში. შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რომლებიც განადგურებული და დევნილი არიან რუსეთის ძალადობის შედეგად",
- აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უკრაინაში 142 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print