ახალი ამბები
უკრაინულმა ჯარმა შეაჩერეს მტრის შეტევა ბახმუტის მიმართულებით
FaceBook
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის მიხედვით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით შეაჩერეს მტრის თავდასხმის მცდელობები ბახმუტის მიმართულებით.

უკუაგდეს სპორნოესა და ვერშინას აღების მცდელობა.

"სევერსკის მიმართულებით მოწინააღმდეგე უკრაინა-რუსეთის საზღვრის მონაკვეთის გაძლიერებულ დაცვას აგრძელებს. ხარკოვის მიმართულებით მტერი ცდილობს შეინარჩუნოს ოკუპირებული ტერიტორიები და ხელი შეუშალოს ჩვენი ჯარების სახელმწიფო საზღვრისკენ წინსვლას. მტერი ცეცხლს უხსნიდა პეტროვკას, როდნოეს, სოსნოვკას, სლატინოს, პრიშიბის, რუსკი ტიშკის და სხვა დასახლებების ტერიტორიებზე ტანკებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან",
- აცხადებენ გენშტაბში.


უკრაინაში 142 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.



Print
თეგები: #უკრაინა #ომი