ახალი ამბები
წყალტუბოში მამამ შვილი დაჭრა
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში მამამ შვილი დაჭრა.


არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ კონფლიქტი უძღოდა.

65 წლის კაცს კონფლიქტი ერთ შვილთან, ბიჭთან მოუვიდა, თუმცა შემთხვევით მეორე შვილი - გოგონა დაჭრა.

ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.

Print
თეგები: #მესხეთი #შსს