ახალი ამბები
გენშტაბი - უკრაინელებმა მტრის შტურმი ორი მიმართულებით მოიგერიეს
FaceBook
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის მიხედვით, ლავიანსკის და ბახმუტის მიმართულებებით რუსები შტურმის განხორციელებას ცდილობდნენ, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს.

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით მტერმა სხვადასხვა კალიბრის არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა დერგაჩის, ჩერკასკაია ლოზოვაიას, დემენტიევკას, რუსკი ტიშკის, ჩერკასკი ტიშკის და სლატინოს დასახლებებს.

"სლავიანსკის მიმართულებით, მტერი ცეცხლს ხსნის ბარვენკოვოეს, დიბრივნოეს, კურულკას, პოდოლოვკას, ჩეპილის, კრასნოპოლიესა და ბოგოროდიჩნის ტერიტორიებზე. მტერი ცდილობდა შტურმის განხორციელებას კურულკას მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია. კრამატორსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა გრიგოროვკას, სევერსკის, კრამატორსკის, ვერხნეკამენსკის, ზაკოტნეს, სერებრიანკასა და სპორნოეს რაიონები, განახორციელა ავიადარტყმები ვერხნეკამენსკსა და მაიაკოვთან. ახორციელებს შეტევას ვერხნეკამენსკის მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება",
- აცხადებენ გენშტაბში.

"მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ნიუ-იორკის, ივანო-დარივკასა და სემიგორიეს მახლობლად. უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს თავდასხმა კოდემასა და ვერშინას მიმართულებებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსეთს სარაკეტო დარტყმისთვის მზადყოფნაში ჰყავს "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების მატარებელი ოთხი საზღვაო ხომალდი.

რუსეთის თავდასხმას უკრაინელები 141 დღეა იგერიებენ.
Print