ახალი ამბები
რუსეთმა ბულგარეთისთვის გაზის მიწოდებისთვის შესაძლოა ფოთის პორტი გამოიყენოს - Reuters
FaceBook
რუსეთმა შესაძლოა ფოთის პორტს ბულგარეთისთვის თხევადი გაზის მიწოდებისთვის გამოიყენოს - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით LPG-ის (თხევადი გაზი) ექსპორტიორები ფოთის პორტს ივლისიდან გამოიყენებენ, რადგან ტრადიციული საექსპორტო მარშრუტები დახურულია.

,,რუსეთმა უკრაინის LPG-ით მომარაგება 24 თებერვალს შეწყვიტა, როდესაც ომი დაიწყო. ასევე, რუსეთმა შეაჩერა უკრაინის გავლით LPG-ის სარკინიგზო ტრანზიტი რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში, რაც ექსპორტიორებს ვალდებულს ხდის, ახალი მარშრუტები მოძებნონ'',
- წერს Reuters-ი

გამოცემა Refinitiv Eikon-ის მონაცემებით, ივლისში 3 000 ტონა LPG სურგუტიდან ფოთში სარკინიგზო ტრანსპორტით გაიგზავნება, საიდანაც ვარნაში საზღვაო ტრანსპორტით გადაიტანენ.

Reuters-ის ინფორმაციით, ბულგარეთი თვეში, დაახლოებით, 30-35 000 ტონა თხევად გაზს მოიხმარს - ყოველთვიურად, დაახლოებით, 10 000 ტონას აწარმოებს, დანარჩენს კი რუმინეთისგან და რუსეთისგან ყიდულობს.
Print