ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 140-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 37 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100];

ტანკი – 1 649 ერთეული [+0];

ჯავშანტექნიკა – 3 832 ერთეული [+3];

საარტილერიო სისტემა – 839 ერთეული [+1];

MLRS – 247 ერთეული [+0];

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109 ერთეული [+0];

თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0];

ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0];

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 678 ერთეული [+2];

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+0];

გემი/ნავი – 15 ერთეული [+0];

მანქანები და საწვავის ავზები – 2 704 ერთეული [+5];

სპეცტექნიკა – 67 ერთეული [+1];

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

243 თვითმფრინავი;

137 ვერტმფრენი;

1 513 უპილოტო საფრენი აპარატი;

354 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

4 046 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

741 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

3 135 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;

4 165 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 140 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print