ახალი ამბები
უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში რუსების საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს
FaceBook
ხერსონის ოლქში უკრაინულმა ავიაციამ მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავებსა და პირად შემადგენლობაზე დარტყმა განახორციელა,
- ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.

„ჩვენმა ორმა მოიერიშე თვითმფრინავმა ხერსონის ოლქის ნოვოპეტრივკას რაიონში დარტყმა განახორციელა საბრძოლო მასალის საცავსა და მტრის კონცენტრაციაზე. ნოვოპეტრივკას მახლობლად ხერსონის რაიონში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ საცეცხლე ამოცანების შესრულებისას განადგურდა 30 რუსი ოკუპანტი, ერთი ჰაუბიცა, "ურაგანის" მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 4 ერთეული ჯავშანტექნიკა, ასევე საბრძოლო მასალების ორი საცავი.

უკრაინაში ომი 140 დღეა მიმდინარეობს.
Print