ახალი ამბები
ევროკავშირის ქვეყნებიდან უკრაინაში 3 მილიონი უკრაინელი დაბრუნდა
FaceBook
უკრაინიდან, ევროპის ქვეყნებში, ომს გაქცეული უკრაინელების თითქმის ნახევარი სამშობლოში დაბრუნდა.

ევროკომისარის შინაგან საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონმას ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებიდან უკრაინაში 3 მილიონი უკრაინელი დაბრუნდა.

"ჩვენი მონაცემებით, 6.7 მილიონი უკრაინელი შევიდა ევროკავშირის ქვეყნებში და დაახლოებით, 3 მილიონი უკვე დაბრუნდა. დროებითი დაცვა 3.7 მილიონმა უკრაინელმა მოითხოვა"
, - განაცხადა იოჰანსონმა.

მისი თქმით, ყველაზე მეტი უკრაინელი, მასპინძელი ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე ლტოლვილთა რაოდენობის გათვალისწინებით, ჩეხეთში ჩავიდა. მეორე ადგილზეა პოლონეთი, მესამეზე ესტონეთი, მეოთხეზე ლიეტუვა, მეხუთეზე ბულგარეთი, მეექვსე კი ლატვია.



Print