ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 139-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 37 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +70]

ტანკი – 1 649 ერთეული [+4]

ჯავშანტექნიკა – 3 829 ერთეული [+1]

საარტილერიო სისტემა – 838 ერთეული

MLRS – 247 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109 ერთეული

თვითმფრინავი – 217 ერთეული

ვერტმფრენი – 188 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 676 ერთეული

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული

გემი/ნავი – 15 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 699 ერთეული [+3]

სპეცტექნიკა – 66 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

242 თვითმფრინავი

137 ვერტმფრენი

1 506 უპილოტო საფრენი აპარატი

353 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 995 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

741 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 127 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

4 128 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 139 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print