ახალი ამბები
ზესტაფონში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
FaceBook
ზესტაფონში ახალგაზრდა მამაკაცი გაუჩინარდა.

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან 10 ივლისს, დღის პირველ ნახევარში გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მათი თქმით, გაუჩინარებული მამაკაცი, სავარაუდოდ, ზესტაფონი-ქუთაისის ან საზანოს ტერიტორიაზე იმყოფება.

"ზესტაფონელებო, ვეძებთ ბექა ჩხეიძეს, რომელიც დღეს, დაახლოებით პირველი საათიდან დაიკარგა და დაგვემშვიდობა ყველას. გთხოვთ, თუ სადმე შეამჩნევთ, დარეკოთ პოლიციაში ან მოგვწეროთ. სავარაუდოდ, ზესტაფონი-ქუთაისის ან საზანოს ტერიტორიაზეა",
- წერენ სოციალურ ქსელში დაკარგული მამაკაცის ახლობლები.

მამაკაცი ვერცხლისფერი "სუბაროთი", ნომრით 401 გადაადგილდება.
Print