ახალი ამბები
რუსეთი სლავიანსკიზე შეტევას იზიუმიდან და ლისიჩანსკიდან აგრძელებს
FaceBook
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რუსეთ-უკრაინის ომის სადაზვერვო ანგარიშში აღნიშნულია,
რომ რუსული ძალები სლავიანსკის რაიონზე შეტევებს იზიუმიდან და ლისიჩანსკიდან აგრძელებს.

უწყების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სავარაუდოდ, პოპასნოეს გარშემო მცირე წინსვლა განახორციელეს.

"რუსული არტილერია დონბასის რეგიონში, სლავიანსკის რაიონზე შეტევას ჩრდილოეთით იზიუმიდან და აღმოსავლეთით ლისიჩანსკიდან აგრძელებს. რუსულმა ძალებმა სავარაუდოდ, პოპასნოეს გარშემო კიდევ მცირე ტერიტორიული წინსვლა განახორციელეს. იზიუმიდან ცეცხლის გახსნა მთავარი გზის ღერძის გასწვრივ გრძელდება. მთავარი გზის კონტროლი, რომელიც დონეცკს ხარკოვთან აკავშირებს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი მიზანი იქნება რუსეთისთვის, როდესაც ის დონეცკის ოლქის გავლით წინსვლას ცდილობს", - ნათქვამია ანგარიშში.
Print