ახალი ამბები
ხანძარმა ოჩამჩირეს მიაღწია - სტიქიის ზონა ამ წუთებში (ფოტო)
FaceBook
გალის რაიონის დაბალ ზონის სოფლებში გაჩენილმა ხანძარმა ოჩამჩირეს მიაღწია.

ცეცხლის ჩაქრობას გალისა და ოჩამჩირის საგანგებო სიტუაციების სამსახურები ცდილობენ, თუმცა ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

როგორც ადგილობრივები ქუთაისიპოსტთან საუბარში იტყობინებიან, ცეცხლის სწრაფ გავრცელებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს.
Print