ახალი ამბები
უკრაინის პირველი ლედის ომი
FaceBook
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ Time-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან ომის პირველ დღეებზე ისაუბრა.


ზელენსკამ გაიხსენა 24 თებერვალი, როგორ გაიქცნენ ის და მისი შვილები აქტიური საომარი მოქმედებების ზონიდან.

ზელენსკას თქმით, მას არ ჰქონდა დრო, რომ ჩემოდანი წინასწარ ჩაელაგებინა, ამიტომ 24 თებერვალს დილით, ნაჩქარევად მოუწია მომზადება.

ბავშვებს ისე შეეშინდათ, რომ ცდილობდნენ რაც შეიძლება მალე შეეგროვებინათ აუცილებელი ნივთები, რომ უსაფრთხო ადგილას წასულიყვნენ.

უკრაინის პირველი ლედი სახლიდან ტელეფონის გარეშე გავიდა, რადგან რუსი დამპყრობლები თვალყურს ადევნებდნენ მის ზარებს და მიმოწერას. ამიტომ ზელენსკების ოჯახისთვის სოციალური ქსელები აიკრძალა.

ზელენსკამ თქვა, რომ მისი ქმარი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დილით გაემგზავრა და მასთან ნორმალურად გამომშვიდობებაც ვერ მოასწრო. მიუხედავად დიდი საფრთხისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში დარჩენა გადაწყვიტა.

თავად ოლენა ზელენსკა შვილებთან ერთად ასევე დარჩა უკრაინაში, მაგრამ იძულებული გახდა შეეცვალა ქალაქები, რომ დაეცვა საკუთარი თავი და ოჯახი. მას შესთავაზეს ევროპაში თავშესაფარი, მაგრამ მან უარი თქვა.

ომის პირველი სამი თვის განმავლობაში ტელეფონზე ნორმალურად საუბარიც კი არ შეეძლოთ.

წყვილი ახლაც იშვიათად ნახულობს ერთმანეთს.

მაგრამ შეჭრიდან 10 კვირის შემდეგ, ოლენა ზელენსკა გამოვიდა მიმალვიდან და იპოვა თავისი როლი, როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა.

მისი მეუღლე, ვოლოდიმირ ზელენსკი თუკი ორიენტირებულია დასავლეთიდან იარაღისა და სხვა მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, პირველმა ლედიმ თავი მიუძღვნა უკრაინელების დახმარებას კოლექტიური თუ პირადი ტრავმების გამკლავებაში. მაისში მან წამოიწყო სამთავრობო კამპანია, რათა ყველა უკრაინელისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. მან დაიწყო ტრავმებთან გასამკლავებლად კონსულტანტების მომზადება და შექმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცხელი ხაზი.



Print