ახალი ამბები
გალის რაიონში ამ წუთებში 3 სოფელი იწვის
FaceBook
აფხაზეთში, გალის რაიონის დაბალ ზონის სოფლებში ხანძარია.

სოფელ ოტობაიაში, რეფსა და ხუმუშქურში ხანძრის მაღალი კერაა. 

როგორც ადგილობრივები ქუთაისიპოსტთან საუბარში იტყობინებიან, ცეცხლის სწრაფ გავრცელებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. ხანძარმა უკვე ოჩამჩირის სოფლებამდე მიაღწია.  

ამ წუთებში გალის რაიონის სამ სოფელში ცეცხლის ჩაქრობას გალისა და ოჩამჩირის საგანგებო სიტუაციების სამსახურები ცდილობენ.
Print