ახალი ამბები
საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი 6-ჯერ გაიზარდა
FaceBook
რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 502.9%-ით გაიზარდა.


ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

2022 წლის ივნისში, საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6-ჯერ გაიზარდა.

2022 წლის ივნისში რუსეთიდან საქართველოს 90 239 ვიზიტორი ეწვია, მაშინ, როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 14 967 იყო.

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანას შორის რუსეთი პირველ ადგილზეა. მას მოსდევს თურქეთი - 62 192 ვიზიტორით, მე-3 ადგილზე კი სომხეთია - 61 974 ვიზიტორით.

ზოგადად, გაზრდილია საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი. ივნისში საქართველოს 445 894 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
Print