ახალი ამბები
ივნისში ქუთაისის აეროპორტში 298 რეისი შესრულდა
FaceBook
ივნისში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი სრულად აღდგა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის ივნისში, აეროპორტი 76 052 მგზავრს და 298 რეისს მოემსახურა, რაც 2019 წლის მონაცემებს 21%-ით აჭარბებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს.

პირველი აგვისტოდან, ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით დაემატება და არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაიზრდება.
Print