ახალი ამბები
„მგზავრის წერილები“ მესხიშვილის თეატრის სცენაზე
FaceBook
9, 10 ივლისს, მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების "მგზავრის წერილების" მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენენ.

პროექტის ავტორი და დადგმის ხელმძღვანელია მარიკა სამანიშვილი. ინსცენირების ავტორი გვანცა ჯავახაძე, რეჟისორი ავთანდილ სახამბერიძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ მარიკა სამანიშვილი, ავთანდილ სახამბერიძე, თენგიზ ჯავახაძე და სხვები.

წარმოდგენა 19 საათზე დაიწყება.

სპექტაკლი ეძღვნება ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილეს.

პროექტის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.
Print