ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 134-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 36 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]

ტანკი – 1 602 ერთეული [+2]

ჯავშანტექნიკა – 3 797 ერთეული [+8]

საარტილერიო სისტემა – 815 ერთეული [+3]

MLRS – 247 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 107 ერთეული [+0]

თვითმფრინავი – 217 ერთეული

ვერტმფრენი – 187 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 667 ერთეული [+3]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+2]

გემი/ნავი – 15 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 665 ერთეული [+17]

სპეცტექნიკა – 66 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

232 თვითმფრინავი

137 ვერტმფრენი

1 462 უპილოტო საფრენი აპარატი

353 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 915 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

720 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 096 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

4 043 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 134 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

Print