ახალი ამბები
საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 68%-ით გაიზარდა
FaceBook
საქართველოდან ევროკავშირსა და შენგენის ზონაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 2021 წელს 68%-ით გაიზარდა და 14 970 შეადგინა.


ინფორმაციას ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო (European Union Agency for Asulym) ავრცელებს.

2022 წლის ანგარიშის მიხედვით, თავშესაფარზე განაცხადების 37% მოდის საფრანგეთზე.

თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მატებასთან ერთად 21%-ით გაიზარდა უარის თქმის მაჩვენებელიც. უარი საქართველოს 10 590 მოქალაქეს ეთქვა. უარის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 28% გერმანიაში ფიქსირდება.

ამასთან, 2021 წელს განმეორებითი აპლიკაციების მხრივ, საქართველო მე-10 ადგილს იკავებს. პირველ ადგილზეა სირია, მას მოსდევს ავღანეთი და ნიგერია. ათეულში ბოლოდან მე-4 ადგილზეა რუსეთი.
Print