ახალი ამბები
ქუთაისში 9 აპრილის ქუჩაზე უძრავი ქონება 1 110 000 ლარად იყიდება
FaceBook
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე უძრავ ქონებაზე აუქციონი გამოაცხადა.

სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა 9 აპრილის N2-ში მდებარე 8427.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ორი შენობა-ნაგებობა შენობის რკინის კონსტრუქცია.

უძრავი ქონების საწყისი ფასი 1 110 000 ლარს შეადგენს.

სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ელექტრონული აუქციონი 2016 წლის 20 იანვარს 17 საათზე დასრულდება.
Print