ახალი ამბები
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 346 ბავშვი დაიღუპა
FaceBook
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 346 და დაშავდა 645 ბავშვი.


ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებით, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ ხერხდება.

ოკუპანტი ქვეყნის სამხედროების უკრაინაში შეჭრის შედეგად დაზიანდა 2 108 სასწავლო დაწესებულება, ხოლო სრულად განადგურდა 215.

უკრაინაში 133 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print