ახალი ამბები
დღეს მასწავლებელთა გამოცდა იწყება
FaceBook
6 ივლისს, მასწავლებლებისთვის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები იწყება.


პირველად უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდა ჩატარდება.

გამოსაცდელებმა რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრებში 14:00 საათზე უნდა გაიარონ, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება.

2022 წლის მასწავლებლის გამოცდაზე 34 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული.

2022 წელს უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ.

Print