ახალი ამბები
ივნისში საქართველოს 445 894 ს საერთაშორისო მოგზაური ეწვია
FaceBook
2022 წლის ივნისში, საქართველოს 445 894 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.


ვიზიტორების ზრდა 2021 წლის ივნისთან შედარებით 185.5%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 209 272 შეადგინა, რაც 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით გაზრდილია რუსეთიდან.

რადიო "თავისუფლების" ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვები პუნქტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რის შესახებაც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის- ალანიის რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში აცხადებენ.

"ყოველდღიური სამუშაო სიმძლავრე 2-3-ჯერაა გაზრდილი. მუშაობს 13-ვე გამშვები ზოლი, ამის მიუხედავად, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეფერხება ექმნება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ტრანსპორტს", - აცხადებენ უწყებაში.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე გაზრდილია სატრანზიტო ნაკადი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში რუსეთიდან სახმელეთო სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, 125 204 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (52 457) მნიშვნელოვნად აღემატება, თუმცა ჩამორჩება 2019 წლის 5 თვის მაჩვენებელს (389 135 ვიზიტი).
Print