ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 133-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 36 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]

ტანკი – 1 600 ერთეული [+6]

ჯავშანტექნიკა – 3 789 ერთეული [+17]

საარტილერიო სისტემა – 812 ერთეული [+6]

MLRS – 247 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 107 ერთეული [+2]

თვითმფრინავი – 217 ერთეული

ვერტმფრენი – 187 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 664 ერთეული [+4]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 153 ერთეული [+9]

გემი/ნავი – 15 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 648 ერთეული [+14]

სპეცტექნიკა – 65 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

231 თვითმფრინავი

134 ვერტმფრენი

1 451 უპილოტო საფრენი აპარატი

353 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 910 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

716 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 092 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

4 016 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 133 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print