ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა
FaceBook
საქართველოში, ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, კორონავირუსით ინფიცირების ერთკვირიანი დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს გადასცდა.


ოფიციალურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

27 ივნისი - 03 ივლისის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა 2570 ადამიანს, 20 - 26 ივნისის ჩათვლით დადასტურებული იყო 1 058 ახალი შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 2,4-ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში.

ბოლო ერთ კვირაში 63 443 ტესტი ჩატარდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 3 ადამიანი და გამოჯანმრთელდა - 1103.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია "ომიკრონის" B.A.2 შტამი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე, ტესტირებით აღრიცხულია 1 662 299 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 844 ​ადამიანი.

Print