ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 132-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 36 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]

ტანკი – 1 594 ერთეული [+5]

ჯავშანტექნიკა – 3 772 ერთეული [+18]

საარტილერიო სისტემა – 806 ერთეული [+2]

MLRS – 247 ერთეული [+1]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 105 ერთეული

თვითმფრინავი – 217 ერთეული

ვერტმფრენი – 187 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 660 ერთეული [+2]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 144 ერთეული

გემი/ნავი – 15 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 634 ერთეული [+5]

სპეცტექნიკა – 65 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

230 თვითმფრინავი

134 ვერტმფრენი

1 448 უპილოტო საფრენი აპარატი

353 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 904 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

706 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 084 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

4 002 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 132 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print