ახალი ამბები
ქუთაისში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
FaceBook
ქუთაისში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და დაკავებული ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღირებს.

ქუთაისში ფემიციდის შემთხვევა 1 ივლისს მოხდა. 36 წლის ქალი, რომელიც ნაქირავებ ბინაში შვილთან ერთად ცხოვრობდა, ყოფილმა ქმარმა მოკლა. ბრალდებული მეზობლების დახმარებით ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებულის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




Print
თეგები: #ფემიციდი