ახალი ამბები
"წამლების დეფიციტის გამო, ადამიანები იღუპებიან" - მარიუპოლის მერი
FaceBook
მარიუპოლში მედიკამენტების დეფიციტია.

ამის შესახებ ოკუპირებული ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა. მისი განმარტებით, მოსახლეობა წამლის არქონის გამო იღუპება.

"გუშინ ჯანმრთელ სპორტსმენს, 2 მეტრი სიმაღლის ადამიანს, რომელიც 120 კილოგრამს იწონის, ორივე ფეხი მოჰკვეთეს. რატომ? სტრესის გამო მას ინსულინის კრიზისი დაემართა. ქალაქში საჭირო მედიკამენტებისა და სათანადო სამედიცინო დახმარების უქონლობის გამო ის შშმ პირი გახდა. ეს არ არის იშვიათი შემთხვევა. მედიკამენტებით ხარისხიანი მკურნალობის ნაცვლად კიდურების ამპუტაცია, ეს სწრაფი გადაწყვეტილებაა, რომელიც ასახიჩრებს და კლავს მარიუპოლელებს",
- განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ.


ქალაქი მარიუპოლი მთლიანად ოკუპირებულია. უკრაინული მედიის ცნობით, განადგურებულია დაახლოებით 85 ათასი სახლი, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

უკრაინაში 132 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print
თეგები: #მარიუპოლი