ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 131-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 36 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +230]

ტანკი – 1 589 ერთეული [+5]

ჯავშანტექნიკა – 3 754 ერთეული [+10]

საარტილერიო სისტემა – 804 ერთეული [+3]

MLRS – 246 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 105 ერთეული

თვითმფრინავი – 217 ერთეული

ვერტმფრენი – 187 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 658 ერთეული [+4]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 144 ერთეული

გემი/ნავი – 15 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 629 ერთეული [+11]

სპეცტექნიკა – 65 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

229 თვითმფრინავი

134 ვერტმფრენი

1 440 უპილოტო საფრენი აპარატი

353 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 893 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

704 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 078 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

3 979 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 131 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print