ახალი ამბები
რუსეთსა და ბელორუსს ევროპის საფოსტო ოპერატორების ასოციაცია დაატოვებინეს
FaceBook
ევროპის სახელმწიფო საფოსტო ოპერატორების ასოციაციამ PostEurop-მა რუსეთის ფედერაციის „რუსეთის ფოსტასა“ და ბელორუსის „ბელპოჩტას“ წევრობის უფლებები შეუჩერა.

ამის შესახებ „უკრპოჩტის“ პრესსამსახური იტყობინება.

ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

"ევროპის სახელმწიფო საფოსტო ოპერატორების ასოციაციის PostEurop-ის არსებობის ისტორიაში პირველად, „რუსეთის ფოსტასა“ და „ბელპოჩტას“ წევრობის უფლებები განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ასოციაციაში წევრობის შეჩერება ნიშნავს, რომ რუსეთისა და ბელორუსის საფოსტო ოპერატორები კარგავენ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ საფოსტო ინდუსტრიის ცივილიზებულ განვითარებაში.

PostEurop არის ევროპის სახელმწიფო საფოსტო ოპერატორების ასოციაცია, საყოველთაო საფოსტო კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ასოციაცია, რომელიც შეიქმნა 1993 წელს ევროპაში საფოსტო მიმოქცევის გასამარტივებლად.


Print